„რუსთავი 2-ის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტსა და პოლიტიკური პარტიების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოდგენილ დოკუმენტებში მნიშვნელოვანი აცდენაა”

244,193 ლარის სხვაობაა „რუსთავი 2-ის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აუდიტის სამსახურში წარდგენილ დოკუმენტებში – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომიისიის განცხადებაშია აღნიშნული.

“2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2-ის“ მიერ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოდგენილ დოკუმენტაციებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილ დოკუმენტაციებს შორის მნიშვნელოვანი ცდომილებაა. კერძოდ, კომისიაში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ირკვევა, რომ პირველ ტურში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „რუსთავი 2-ში“ 855,036 ლარის ღირებულების ფასიანი პოლიტიკური რეკლამა განათავსა, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული რიცხვი 610,843 ლარს შეადგენს.

ამასთანავე, კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ირკვევა, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს „რუსთავი 2-ზე“ განთავსებული ჰქონდა 454,286 ლარის ღირებულების ფასიანი პოლიტიკური რეკლამა, ხოლო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, აღნიშნული რიცხვი 632,188 ლარს შეადგენს.

კომუნიკაციების კომისიამ გახორციელებული ფასიანი პოლიტიკური რეკლამების ანალიზი შეადარა პოლიტიკური გაერთიანებების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილ საჯაროდ ხელმისაწვდომ (განთავსებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე) დოკუმენტაციას. აღსანიშნია, რომ მაუწყებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტები, გარდა ზემოაღნიშნული ფაქტისა, დანარჩენ შემთხვევებში თითქმის შესაბამისობაშია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან.
იხილეთ ანალიზი: http://www.gncc.ge/ge/news/press-releases/2018-wlis-saqartvelos-prezidentis-archevnebis-winasaarchevno-fasiani-da-ufaso-politikuri-reklamebis-analizi.page“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები