თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციას 70 000 ლარით დააფინანსებს

ღვიძლის ტრანსპლანტაციას თბილისის მერია 70 000 ლარით დააფინანსებს. ამ დრომდე, აღნიშნულ ოპერაციას თბილისის მერია 60 000 ლარით აფინანსებდა.
შესაბამისი განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. „დედაქალაქის მერია 60 000 ლარით აფინანსებს ღვიძლის ტრანსპლანტაციას. ეს საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა – დაახლოებით, 120 000 ლარი ჯდება და ჩვენ ნახევრით – 60 000 ლარით ვაფინანსებთ. თუმცა, დღეს შემოგვაქვს ცვლილება: ვამატებთ კიდევ 10 000 ლარს, ანუ 70 000 ლარით დაფინანსდება ეს ოპერაცია. გასულ წელს, 10 ოპერაცია დავაფინანსეთ. გვაქვს მზაობა, მხარში დავუდგეთ ისეთ ადამიანებს, ვისაც ამის აუცილებლობა აქვს, თუმცა, ვისურვებდი და ყველას ვუსურვებ, არავის დასჭირდეს ასეთი ტიპის ოპერაცია. ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უწყვეტად და, ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის მომენტში თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულნი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები