კახა კალაძე: კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა 360 ჭა, ბორდიურები და 10 000 კვადრატული მეტრი ტროტუარი.
 
„ვიწყებთ კახეთის გზატკეცილის, ცენტრალური გზის სრულ რეაბილიტაციას,. გასულ წელს, გახორციელდა კახეთის გზატკეცილის მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო ზოლების სრული რეაბილიტაცია თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. დღეს ვიწყებთ ცენტრალური გზის მოწესრიგებას, სადაც მთლიანად გამოიცვლება საფუძველი, მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა 360 ჭა, ბორდიურები და 10 000 კვადრატული მეტრი ტროტუარი.
დღეს არსებული ვითარება არცთუ სახარბიელოა, არის კონკრეტული მონაკვეთები, რომლებიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ ძალიან მალე გვექნება რეაბილიტირებული, განახლებული კახეთის გზატკეცილი. საკმაოდ ძვირი პროექტია, ყველაფერი 42 937 537 ლარი დაჯდება “, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
 
მისი თქმით, მოძრაობაზე გარკვეული შეზღუდვები იქნება, თუმცა, გაიხსნება სათადარიგო გზები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები