ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, სისავატ ვონგსინსავატი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის კულტურის ცნობადობის მნიშვნელობასა და ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებელზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება დარგის მარეგულირებელი სახელმწიფო უწყების „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ საქმიანობაზე გაამახვილა.
მინისტრმა დელეგაციის წევრებს სატყეო სექტორში გახორციელებული რეფორმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და ქვეყნისთვის ტყის მდგრადი მართვის პრიორიტეტულობის საკითხზე ისაუბრა.
„გასულ წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მნიშვნელოვანი მისიით იმყოფებოდა ტაილანდში. ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განვიხილეთ. დღევანდელ შეხვედრაზე, ვისაუბრეთ კონკრეტულ სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის – ტყის მდგრადი მართვის, რძისა და ღვინის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ მზად ვართ, ქართულ მხარესთან მომავალშიც განვაგრძოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა“, – განაცხადა სისავატ ვონგსინსავატმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები