შსს-მ, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით, ძმები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ძმები: 1969 წელს დაბადებული ფ.ჯ. და 1966 წელს დაბადებული ვ.ჯ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
„გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან არაერთხელ გაახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა. პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. მან, ერთ-ერთი დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, 30 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება – “სირეცი” ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა გასაღების ფაქტზე, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 6-დან 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები