მახინჯაურის გვირაბთან მომხდარი ავარიისას 5 ადამიანი დაშავდა

აჭარაში, მახინჯაურის გვირაბთან დღეს მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
“კვირას” ინფორმაციით, ერთმანეთს სედანის ტიპის ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების განცხადებით, დაზიანებების მიუხედავად, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები