თბილისში ბინაში შეჭრილ მძარცველებს ქალმა შეუსწრო, რომელიც დააბეს და სცემეს

თბილისში, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა. შეჭრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, სახლში ის ქალი მივიდა, რომელიც დაკეტილ ბინას მეთვალყურეობდა.
მძარცველებმა ქალი დააბეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, სახლიდან კი სხვადასხვა ნივთი წაიღეს და მიიმალნენ. დაზარალებული მეზობელმა იპოვა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახა. აღნიშნულ ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.
მეზობლების ინფორმაციით, ქალის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, თუმცა, ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 178-ე მულით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის, დაკავებული არავინაა, თუმცა, აღნიშნულ ფაქტზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები