გდანსკი – ახალი მიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

2 აპრილს, 22:50 საათზე, გდანსკიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა. პოლონეთის საპორტო ქალაქი – გდანსკი რიგით მეოთხე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული ავიარეისების შესრულება დაიწყო.
“ამ დღესთან დაკავშირებით, პირველი რეისის მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები დაურიგეს. მგზავრების უმეტესობა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ. მათ ქართული დაბრენდილი ღვინოები გადაეცათ, ხოლო მათ, ვინც საქართველოდან გაემგზავრა – დანკინები. გდანსკი პოლონეთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრი და ნავსადგურია ბალტიის ზღვაზე. ქუთაისიდან გდანსკის მიმართულებით და პირიქით, რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია ,,ვიზეარი“ კვირაში ორჯერ – სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს”, – აცხადებენ „აეროპორტების გაერთიანებაში“.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი მიმართულებების დამატებაზე მუდმივად მუშაობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები