ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დღეს დასრულდება

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს და აფრთხილებს, რომ ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დღეს, 3 აპრილს, 18:00 საათზე დასრულდება.
ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მსურველები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო.
გამოცდებში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციას ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) გადიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები