პეტრო პოროშენკო ხმების 54,69%-ით ლიდერობს
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხმების 98,66 %-ია დათვლილი. პირველ ადგილზე ხმების უმრავლესობით – 54,69%-ით პეტრო პოროშენკო ლიდერობს. ამასთან, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პეტრო პოროშენკოს არჩევნებში მონაწილეთა 54,69%-მა დაუჭირა მხარი, იულია ტიმოშენკოს – 12,82%-მა, ოლეგ ლიაშკოს – 8,33%-მა, ანატოლი გრიცენკოს – 5,48%-მა, სერგეი ტიგიპკოს – 5,23%-მა, მიხაილ დობკინს – 3,03%-მა, ვადიმ რაბინოვიჩს – 2,25%-მა, ოლგა ბოგომოლეცს – 1,91%-მა, პეტრო სიმონენკოს – 1,51%-მა, ოლეგ ტიაგნიბოკს კი – 1,16%-მა.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 60,29% შეადგინა.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართა.