ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი: მე ვითხოვ სიმართლის დადგენას

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი მედიასთან ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც მან მთავარ სამმართველოში რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მიზანი ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის პასუხისგებაში მიცემა არ არის.

,,მე ვითხოვ სიმართლის დადგენას”,-აღნიშნა მან.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ გამოკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ გამოკითხვა მომავალშიც გაგრძელდება.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოიკითხა.

.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები