სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ექსპერტიზასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ექსპერტიზასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ექსპერტიზის ბიუროს ცნობით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკვლევის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს არ ეცნობა, რადგან მაშინ ასეთი ვალდებულება უწყებას არ ჰქონია.

„2014 წლის 14 მაისს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, რომელმაც საკუთარ თავზე დანიშნა ამბულატორიული სამედიცინო შემოწმება, სხეულზე არსებული დაზიანებისა და მათი ხანდაზმულობის შესახებ. დასკვნა გაიცა 2014 წლის 20 მაისს.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკვლევის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს არ ეცნობა.

აღნიშნული ვალდებულება ბიუროს გააჩნია 2017 წლის პირველი ივნისიდან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის საფუძველზე.

აგრეთვე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციის 27-ე და 28-ე მუხლების საფუძველზე, მითითებული აქტი საქართველოში ამოქმედდა 2017 წლის პირველი სექტემბრიდან“, – აღნიშნულია ექსპერტიზის ბიუროს ინფორმაციაში.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოიკითხა. საქმე ეხება მისი ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ მასზე შესაძლო ძალადობის ფაქტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები