გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი ხვალ, 3 აპრილის, 18:00 საათზე დასრულდება.
ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მსურველები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო.
გამოცდებში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციას ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) გადიან.