ლარი მცირედით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0010 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.6937 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.6927 ლარი ღირდა.
0.0077 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.0175 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0252 ლარი იყო.