ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილის გარდა, არავინაა გარკვეული პროცესების წარმმართველი
პარლამენტის დეპუტატი, ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარდა ვერავინ აღმოჩნდა ისეთი პირი, რომელიც პარტიის წევრებთან კომუნიკაციას ეფექტურად შეძლებდა და პროცესებს წარმართავდა.
„სხვათა შორის, ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს შეფასებებში. ბიძინა ივანიშვილის გარდა, არავინ აღმოჩნდა რაიმე ავტორიტეტისა და სანდოობის მქონე, რომელიც პარტიის წევრებთან კომუნიკაციას ეფექტურად შეძლებდა. მან დაინახა, რომ “დაბრალებულ” ლიდერებს, რომლებსაც გარკვეული პოზიციები ჰქონდათ, თუმცა – არა პოლიტიკური გამოცდილება და სანდოობა პროცესების სწორად წარსამართად, პარტია ჩიხში შეჰყავდათ. ვნახეთ ძალიან რთული კრიზისული მომენტები, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ როლში იძულებით დაბრუნდა. დღეს ფაქტია, მის გარდა არავინაა, ვინც გარკვეული პროცესის წარმმართველია. ალბათ, ყველაფერს აქვს დასასრული. არჩევნებზე ვნახოთ, ხალხი გადაწყვეტს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, თუმცა, პარტიამ სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო.