გია აბაშიძე: „ნაცმოძრაობისა“ და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციების გზავნილები თანხვედრაშია, ისინი უნისონში საუბრობენ

დღეს, ექსპერტმა გია აბაშიძემ მედიის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა, სადაც საუბარია, თუ როგორ შეაღწია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამოქალაქო სექტორში საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის გაზრდის მიზნით.
მისი თქმით, კვლევაში ასახულია, როგორ ხდება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციების შორის გზავნილებისა და ნარატივების უნისონში თანხვედრა. ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა 20-მდე ორგანიზაცია, რომელიც „ნაცმოძრაობისგან დამოუკიდებლები არიან, მაგრამ მათი ნარატივები უნისონშია ერთი-ერთში. ეს კვლევა არის წარმოჩენა იმ ანატომიისა, რასაც ჩვენ ვხედავთ წლების მანძილზე, როგორ განვითარდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ეტაპობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ფინანსური და ორგანიზაციული ხელშეწყობით. ამ კვლევაში ასახულია ისიც, როგორ ხდება გზავნილებისა და ნარატივების უნისონში თანხვედრა, მათ შორის –  სიტუაციური ორგანიზაციებისა. აქ ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო ის რამდენიმე, თუ არ ვცდები, 20-მდე ორგანიზაცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლებია, მაგრამ მათი ნარატივები უნისონშია ერთი ერთში“, – განაცხადა გია აბაშიძემ.
კვლევაში მოყვანილია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაჟღერებული ბრალდება, თითქოს, ელექტრონული აიდი ბარათების გაყალბება ხდებოდა, რაც ,,ფეიქნიუსად“ დარჩა.
,,გაისმოდა უმძიმესი ბრალდებები, მაგალითად – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, თითქოს ყალბდებოდა ელექტრონული აიდი ბარათები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, ფეიკბრალდებად დარჩა და ვიცით, როგორი ბედი ეწია ამ ბრალდებების შემდგომ გამოძიებასა თუ მოკვლევას“, – აღნიშნა ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები