პირს, რომელმაც, აშშ-სა და დუბაიში დასაქმების სანაცვლოდ, მოქალაქეებს 10-ათასობით დოლარი გამოსტყუა, 7 წელი მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თაღლითობაში ბრალდებულს თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თაღლითობაში ბრალდებული დ.ს. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ, 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით, დ.ს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დუბაიში დასაქმების დაპირებით, მოტყუებით დაეუფლა 37 მოქალაქის კუთვნილ თანხას, ჯამურად, 70 000 აშშ დოლარის ოდენობით.
დ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 7 წლით აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები