ალექსანდრ ლუკაშენკომ პოროშენკოს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ბელორუსიის პრეზიდენტის ვებგვერდზე განაცხადეს.
“მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ძველი ტრადიციები, ჩვენი ერის ისტორიული ერთობა წარმოადგენს ჩვენს ქვეყნებს შორის სრული და კონსტრუქციული განვითარების მყარ საფუძველს”,- ნათქვამია განცხადებაში.
ლუკაშენკოკმ ასევე აღნიშნა, რომ ბელორუსია ყოველთვის დარჩება უკრაინის მეზობელი.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა სტაბილური და ძლიერი სახელმწიფო იყოს “.