შსს-მ, ხელვაჩაურში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტის გამო, 30 წლის მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული მ.ზ. დააკავეს. დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 30 მარტს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, ცეცხლსასროლი იარაღით კისრისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა 1991 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს. დაჭრილი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც ის ამჟამადაც განაგრძობს მკურნალობას.
 
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები