ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, მას ,სავარაუდოდ, შეყვარებულის მამამ ესროლა

ზუგდიდში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც “კვირას” საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ განუცხადა, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“შემოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი, პაციენტს ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან, ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე. ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო კვლევები, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამ დროისთვის რჩება საავადმყოფოში”, -განაცხადა ორჟონიამ.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს მისი შეყვარებულის მამამ ესროლა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები