“სხვადასხვა უბანში სანიაღვრე ჭების თავსახურებს იპარავდნენ” – თბილისში, ქურდობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული ჯ.ბ. და 1998 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულები თბილისის სხვადასხვა უბანში სანიაღვრე ჭების თავსახურებს იპარავდნენ. პოლიციამ ორივე პირი ისანი-სამგორის რაიონში, ერთ-ერთი ქურდობის ჩადენის დროს დააკავა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნაქურდალი თავსახურები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები