ბექა ლილუაშვილი: ტესტს შეუძლია, კონკრეტულად გვაჩვენოს, თუ რომელი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება მძღოლი

ტესტს შეუძლია, კონკრეტულად გვაჩვენოს, თუ რომელი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება მძღოლი. ეს უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად მეტი ნარკოტიკული ნივთიერებათა ჯგუფის აღმომჩენი საშუალება, – ამის სესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა, ბექა ლილუაშვილმა, ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

„ასევე, უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად ცოტა სინჯის მომთხოვნი, ანუ ნერწყვის მაქსიმალურად ცოტა რაოდენობა უნდა იყოს საჭირო და რა თქმა უნდა, ფასი და ხარისხი. აღნიშნულ მოწყობილობას აქვს გავლილი მრავალი ლაბორატორიული კვლევა და მას აქვს მინიჭებული სხვადასხვა ხარისხის სტანდარტი, მათ შორის მწარმოებელს. ტესტი არის კონსტრუირებული იმგვარად, რომ ეს პროცესი დეტექციის დროს მაქსიმალურად ჰუმანური და ესთეტიკურია,”- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

კითხვაზე თუ რომელი ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფებს გამოავლენს ტესტი ბექა ლილუაშვილმა განაცხადა: „შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს, როგორც ექსპერტული, ასევე ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური რესურსები იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალება, რომლის ზემოქმედების ქვეშაც იქნება მძღოლი. მაგალითად, ტესტს აქვს საშუალება გამოავლინოს სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული ჯგუფები, მათ შორის ისეთი როგორიცაა ამფეტამინის, მეტამფეტამინის, კანაფისის, მარიხუანას, კოკაინის და სხვა, ანუ ტესტი გვაძლევს საშუალებას, რომ კომბინირებულად მოვახდინოთ იდენტიფიცირება, თუ მძღოლი იქნება მიმდინარე ზემოქმედების ქვეშ, ერთი ან რამოდენიმე ნარკოტიკული ნივთიერების. რა თქმა უნდა, ტესტს შეუძლია კონკრეტულად გვაჩვენოს თუ რომელი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება მძღოლი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები