ბექა ლილუაშვილი: მძღოლი, რომელიც საჭესთან ზის და ამავდროულად იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა, ბექა ლილუაშვილმა ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედებასთან დაკავშირებით ,,ქრონიკაში” ისაუბრა.

,,1 აპრილიდან ძალაში შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე და 276- ე მუხლების ახალი რედაქცია, რაც გულისხმობს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება პირს, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მიმდინარე ზემოქმედებით მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირი, რომელიც საჭესთან ზის და ამავდროულად იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, მას დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რომლის მაქსიმალური სანქცია ითვალისწინებს 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. თუ როგორ დაადასტურებენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ამ ფაქტს, ამაზე შეგვიძლია დეტალურად ვისაუბროთ. ეს არის აპრობირებული, საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება ევროკავშირის 20-მდე ქვეყანაში არამხოლოდ როგორც ინსტრუმენტი, არამედ როგორც სამართლებრივი შედეგი, მაგალითად: ხორვატიაში, კანადაში, პოლონეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს აღნიშნული ფაქტი. რაც შეეხება ინსტრუმენტს, თუ როგორ ხდება ამ ფაქტის გამოვლენა, ეს არის მობილური ტესტი, ისეთივე ტიპის, როგორც ალკოტესტი და არის ასევე ერთჯერადი, წარმოებულია გერმანიაში და გამოიყენება ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ანუ უშუალოდ იმ ხელსაწყოს, რომელსაც უკვე იყენებენ ევროპის მოწინავე ქვეყნებში, 1 აპრილიდან დანაშაულის გამოვლენისთვის ჩვენი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გამოიყენებენ”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები