ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მოინახულა

ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდს ესტუმრა და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მოინახულა.
ამჟამად ტაძარში ქვის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. საკათედრო ტაძარში გადახურვის და მოხატვის სამუშაოებია ჩასატარებელი, ასევე, ასაშენებელია სამრეკლო და მოსაწესრიგებელია ტაძრის ეზო.
​ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივებს ტაძრის სამშენებლო სამუშაოების დასრულებაში დახმარება შეჰპირდა.
“მე მგონია, რომ ეს არის ნიმუში. ჩვენს ეკლესიას ისტორია აქვს და ეს ეკლესია ულამაზესია. ამაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. ერთი მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები, ამაში წვლილს სიამაყითაც შევიტან”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მშენებარე საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება 2011 წლიდან მიმდინარეობს. ტაძარს 15 ივლისს ათასობით პილიგრიმი  სტუმრობს საქართველოდან და უცხოეთიდან. ამ დღეს (ვლაქერნობას), მომლოცველებს საშუალება აქვთ, ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართი მოილოცონ.

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი, სამების შემდეგ, ახალაშენებულ ტაძრებს შორის სიდიდით მეორე ადგილზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები