,,შემდეგი შეიძლება შენ იყო” – საპროტესტო აქცია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან

არ გავჩერდებით სანამ სამართალი არ იზეიმებს, შემდეგი შეიძლება იყო შენ, – ამ შინაარსის ტრანსფარანტები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან რამდენიმე დღის წინ მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა გამოფინეს.

მორიგ საპროტესტო აქციაზე მათ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტის დროული გამოძიება მოითხოვეს.

„ვითხოვთ პასუხებს, როდის დასრულდება ან რა სტადიაშია გამოძიება. უნდა ვიცოდეთ რას აპირებენ, რას აკეთებენ სამართალდამცველები, რატომ იგვიანებს ექსპერტიზის შედეგები, დროულად უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს დამნაშავე,”- განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ, ტარიელ ქათამაძემ.

გარდაცვლილის ახლობლები არ აპირებენ პერმანენტული აქციების შეწყვეტას. ისინი მოითხოვენ, პასუხისმგებლობა დაეკისროს არა მხოლოდ ერთ ექიმს, არამედ მორიგე ჯგუფის მთელ შემადგენლობას.

მელანო ფუტკარაძე 21 მარტს მწვავე აპენდიციტის ოპერაციის შემდეგ კლინიკა “მედ-ცენტრში” გარდაიცვალა. მანამდე კი იგი მკურნალობის კურსს რეფერალურ საავადმყოფოში გადიოდა, თუმცა კლინიკაში აღნიშნული პრობლემა ვერ დაუდგინეს. ისინი მოითხოვენ, პასუხისმგებლობა დაეკისროს არა მხოლოდ ერთ ექიმს, არამედ მორიგე ჯგუფის მთელ შემადგენლობას. ფაქტის გამოძიების დასრულებამდე ახლობლები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები