შსს-ს სტატისტიკა: მიმდინარე წლის თებერვალში, რეგისტრირებულია 5927 დანაშაული, გახსნილია 21,68%

2019 წლის თებერვალში რეგისტრირებულ 5927 დანაშაულიდან გახსნილია 1285 ფაქტი – ჯამურად, გახსნილია მომხდარი დანაშაულის 21,68%.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია აღნიშნული.

სტატისტიკის თანახმად, თებერვალში მომხდარი დანაშაულებებიდან ყველაზე მეტი საკუთრების წინააღმდეგ არის ჩადენილი (2467), მათ შორის გახსნილია 315 ფაქტი.

მას მოსდევს ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ( 1018 შემთხვევა) – გახსნილია 300 ფაქტი.

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილია დანაშაულის 289 ფაქტი, გახსნილია 102.

რაც შეეხება ნარკოტიკულ დანაშაულს – სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის თებერვალში დაფიქსირდა ნარკოდანაშაულის 442 ფაქტი, მათგან გახსნილია 310.

აღსანიშნია, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების გამეორებით მოხმარებისთვის თებერვალში 127 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან 101 გაიხსნა.

გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში, კომპიუტერული დანაშაულის 142 ფაქტი გამოვლინდა, ამ დროისთვის გახსნილია 3 ფაქტი.

სტატისტიკა ვრცლად იხილეთ შემდეგ ბმულზე:

https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Finfo.police.ge%2Fuploads%2F5c98fd1ad8c9f.pdf%3Ffbclid%3DIwAR2k7R-ZOL5SdlQPFM0sbCe3YwXEAI6Y8qngBObCWIQLTtNsjGkVMXH-h28&h=AT1Scq4NE7Bbsaf2grOD0j-WXIKV-yn9XKfDlfVwgynCIIfp4aeOqOxUmWs7jvaFhSXRma_JfT5D0CpCP0AtzL0hOkhs5AjiqF6kGEglumFzKbzW_bYpuCkaAPbxTBjVRCp9iw

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები