შსს – 2019 წლის იანვარ-თებერვალში რეგისტრირებული 11 671 დანაშაულიდან გახსნილია 2809

2019 წლის იანვარ-თებერვალში რეგისტრირებული 11 671 დანაშაულიდან გახსნილია 2809 – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც 2019 წლის იანვარ-თებერვალში მომხდარ დანაშაულთა სტატისტიკას ასახავს.
ამავე სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე მეტი დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ (4905 შემთხვევა) ფიქსირდება, შემდეგ კი ქურდობის – 3898. “ჯანმრთელობის წინააღმდეგ 2098 დანაშაულია ჩადენილი, ოჯახში ძალადობის – 1064, ნივთის დაზიანების – 401, დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ – 300, თაღლითობის – 248, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის 117 ფაქტი, ფულად საკრედიტო სისტემაში – 108, ძარცვის – 57, ყაჩაღობის – 43, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების 37, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების 33, გამოძალვის – 20, სხვა დანარჩენი ფაქტი – 238. 2019 წლის იანვარ-თებერვალში ჩადენილია ტერორიზმის – 2, სამოხელეო – 103, სატრანსპორტო – 758, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ – 564, ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ – 5 დანაშაული. ასევე, აღნიშნულ პერიოდში რეგისტრირებულია ნარკოტიკული დანაშაულის 794 შემთხვევა. აქედან ნარკოტიკების კონტრაბანდა – 36, ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღება – 489, ფსიქოტროპული საშუალებების კონტრაბანდა – 6, ფსიქოტროპული საშუალებების შეძენა, შენახვა, გასაღება – 18, ნარკოტიკების შემცველ მცენარეთა უკანონო დათესვა – 3, ნარკოტიკული ნივთიერებების განმეორებითი მოხმარება – 238, სხვა დანარჩენი – 4. 2019 წლის იანვარ-თებერვლის ამავე სტატისტიკაში აღნიშნულია დანაშაული სასამართლო ორგანოების საქმიანობის შესახებაც: მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ დანაშაულის 30 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, 8 გახსნილია. დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ – 285 ფაქტიდან გახსნილია 113. ამავე ინფორმაციის თანახმად, იანვარ-თებერვალში სამხედრო ქონების შენახვის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის წინააღმდეგ დანაშაულის 2 ფაქტი გამოვლინდა. მათგან არცერთი არის გახსნილი”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები