ტყვიავში, ბრიტანეთის საბჭო, პროგრამის “ინგლისური ენა თემისთვის” ფარგლებში, ინგლისური ენის კონკურსის გამარჯვებულებს დააჯილდოვებს

ბრიტანეთის საბჭო, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კონფლიქტების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტს „ინგლისური ენა თემისთვის“ ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, 29 მარტს, სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში ღონისძიება, კონკურსი „ცხოვრება კონფლიქტების გარეშე“ ფინალი და გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართება. როგორც “კვირას” ბრიტანეთის საბჭოდან აცნობეს, პროექტის მიმდინარეობისას, ბავშვებს შესაძლობლობა ჰქონდათ, მათი თემის ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე ემსჯელათ. კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოხსენებები ინგლისურ ენაზე მოამზადეს. 29 მარტს, ღონისძიებაზე მოწვეული თემის წარმომადგენლები ბავშვების შეხედულებებს კონფლიქტის თემაზე და მათ მისწრაფებებს მოისმენენ. კონკურსის ყველა ფინალისტი დაჯილდოვდება სერტიფიკატით, გამარჯვებულ 5 მოსწავლეს კი ფასიანი საჩუქარი გადაეცემა. პროექტის „ინგლისური ენა თემისთვის” პარტნიორები დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არიან. “პროექტი “ინგლისური ენა თემისთვის” ფარგლებში, მიზნად ისახავს ახალგაზრდებს დაეხმაროს შეიძინონ დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. იგი, ასევე, გულისხმობს, გაზარდოს ურთიერთგაგება, ტოლერანტობა, კეთილგანწყობა, დიალოგი და გენდერული თანასწორობის შეგნება საზოგადოებაში. პროგრამა ხორციელდება აღმოსავლეთ პარტიორობის ხუთ ქვეყანაში: აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში. „ინგლისური ენა თემისთვის“ სამი კომპონენტისგან შედგება. პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ინგლისური ენის კლუბები, რომლებიც 2018 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს ტყვიავისა და რუხის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრებში. გარდა კლუბებისა პროგრამის კომპონენტებია: პედაგოგების “ცვლილებების გამტარებლებად” გადამზადება და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული ექსპერტის მიერ მასტერ ტრენერების მომზადება”, – ნათქვამია ბრიტანეთის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრებში მოქმედი ინგლისური ენის კლუბები აღჭურვილია ინგლისური ენის სწავლა-სწავლებისთვის აუცილებელი მრავალფეროვანი რესურსებითა და ტექნიკით, ტარდება კლუბური მეცადინეობები, ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა. კლუბებით სარგებლობა, ასევე, შეუძლიათ მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებსა და ინგლისური ენის მასწავლებლებს. 2019 წლის 31 მარტს, გაიმართება კონკურსი რუხის ინგლისური ენის კლუბებში, სადაც არა ცალკეული მოსწავლეები, არამედ გუნდები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. გამარჯვებული გუნდის თითოეული წევრი პლანშეტებით დაჯილდოვდება. ცნობისათვის, ბრიტანეთის საბჭო – დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წამყვანი საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციაა. ჩვენი საქმიანობის არეალი მოიცავს ხელოვნებისა და კულტურის, ინგლისური ენის სწავლების, განათლებისა და საზოგადოებრივი განვითარების სფეროებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. გასულ წელს, ჩვენ პირისპირ კავშირი გვქონდა 65 მილიონზე მეტ ადამიანთან, ხოლო ჩვენმა აუდიტორიამ ონლაინ, ტელე-და რადიო მაუწყებლობით, თუ პუბლიკაციებით 731 მილიონს მიაღწია. ჩვენ ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ იმ ქვეყნების განვითარებაში, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, რათა სხვადასხვა შესაძლებლობის შეთავაზების, კავშირების დამყარებისა და ნდობის განმტკიცების გზით ხელი შევუწყოთ პოზიტიურ ცვლილებებს ადამიანების ცხოვრებაში. ბრიტანეთის საბჭო შეიქმნა 1934 წელს, როგორც ბრიტანული საქველმოქმედო საჯარო ორგანიზაცია, რომელიც ხელმძღვანელობს სამეფო ქარტიით

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები