გიორგი ჩაკვეტაძე: ოპოზიციას თბილისში „ყვითელი ჟილეტების“ აქციის გამართვა არ გამოუვა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, უმცირესობის წევრები საზოგადოების შეცდომაში შეყვანით, თბილისში დაძაბული ფონის შექმნას ცდილობენ, თუმცა – მათი მცდელობა უშედეგო იქნება.

„ტაქსების რეგულაციის საკითხთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება ხორციელდება.  თქვენ საუბრობთ, რომ ადამიანებს არ მოსწონთ რეფორმა, რომლითაც ტაქსების ერთიან სისტემაში მოექცევა მოხდება. თქვენ თუ 10 ადამიანს მოიყვანთ, რომელიც რეფორმას ეწინააღმდეგება, მე 100 ადამიანს გაგასაუბრებთ და ისინი დაგიდასტურებენ, რომ ტაქსების რეგულირება მათ ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. მინდა გითხრათ, ტაქსების რეგულირების მიმართულებით დაწყებული რეფორმა გაგრძელდება და ოპოზიციას თბილისში, „ყვითელი ჟილეტების“ აქციის გამართვა არ გამოუვა“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები