სოფო კილაძე: შევთანხმდით, რომ გაფიცული სოცმუშაკების მოთხოვნათა ძირითადი ნაწილი სამინისტროს მიერ დაკმაყოფილებული იქნება

“დღევანდელი საკომიტეტო მოსმენა სოციალური მუშაკების თემატიკასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, იყო ნაყოფიერი”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც კილაძე აღნიშნავს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ გაფიცული სოცმუშაკების მოთხოვნათა ძირითადი ნაწილი სამინისტროს მიერ დაკმაყოფილებული იქნება. “დღევანდელი საკომიტეტო მოსმენა სოციალური მუშაკების თემატიკასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, იყო ნაყოფიერი. შევთანხმდით, რომ გაფიცული სოცმუშაკების მოთხოვნათა ძირითადი ნაწილი სამინისტროს მიერ დაკმაყოფილებული იქნება: სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდა და მათი საქმიანობის განტვირთვა, ტრანსპორტით უზრუნველყოფა, 16 ფსიქოლოგის დამატება. შენობასა და ხელფასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შევთანხმდით, რომ დამატებით კონსულტაციებს გავივლით. ვფიქრობთ, წამატებით გავახორციელებთ იმ ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც დავიწყეთ ბენეფიციარებისა და სოცმუშაკების დაცვისა და გარანტიების უზრუნველყოფისთვის”, – წერს სოფო კილაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები