დონეცკში ეუთოს 4 დამკვირვებელი გაიტაცეს

დონეცკში ეუთოს მისიის ოთხი დამკვირვებელი გაიტაცეს. ინფორმაცია მათ შესახებ ამ დრომდე არ ზუსტდება. უკანასკნელი კავშირი ორგანიზაციას მისიის წევრებთან გუშინ საღამოს ჰქონდა. ეუთოში აცხადებენ, რომ დღითიდღე რთულდება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მუშაობა.
დანიის ვაჭრობისა და განვითარების მინისტრის განცხადებით, დამკვირვებლები პრორუსმა სეპარატისტებმა გაიტაცეს.
„მე ვადასტურებ, რომ დანიის მოქალაქე, რომელიც ეუთოს სამ სხვა დამკვირვებელთან ერთად მუშაობდა, გუშინ უკრაინაში შეიარაღებულმა სეპარატისტებმა დააკავეს”,- განაცხადა მოგეს იენსენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები