მეხანძრე-მაშველებს 677 600 ლარის ღირებულების ახალი სპეცფეხსაცმელები გადაეცათ

მეხანძრე-მაშველებს 677 600 ლარის ღირებულების ახალი სპეცფეხსაცმელები გადაეცათ. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, უწყებამ 4 000 წყვილი სპეციალური სპეცფეხსაცმელი იტალიურ კომპანია “GRISPORT”-ისგან შეიძინა.
ახალი სპეცფეხსაცმელი, რომელიც, ტექნიკური მახასიათებლებით, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოს მასშტაბით, 3 200 მეხანძრე-მაშველს დაურიგდა.
სპეცფეხსაცმელი 2-წლიანი საექსპლუატაციო ვადით გამოირჩევა.
მეხანძრე-მაშველებისთვის სპეცფეხსაცმლის შეძენისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 677 600 ლარი დაიხარჯა.
უახლოეს მომავალში, მეხანძრე-მაშველები ახალ სპეცტანსაცმელსაც მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები