კახა კალაძე: მეტროსადგურ „გოცირიძის“ ხიდს არანაირი ნაპრალები აქვს და პრობლემას არ წარმოადგენს
“უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ დასკვნებს. მეტროსადგურ „გოცირიძის“ ხიდს არანაირი ნაპრალები აქვს და პრობლემას არ წარმოადგენს”, – ამის შესახებ თბილისი მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მან აღნიშნულ ხიდზე გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადების გავრცელება უპასუხისმგებლობაა. „გუშინ, ცხელ ხაზზე ზარები არ წყდებოდა, მთელი დღის განმავლობაში. ეს არის ტყუილი და მინდა, მოვუწოდო ამ კონკრეტულ ჟურნალისტს, რომელმაც ხალხი პანიკაში ჩააგდო – ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. როდესაც ჟურნალისტი ხარ, მეტი პასუხიმგებლობა უნდა გქონდეს. როდესაც მტკიცებით ფორმაში ამას საუბრობ, არწმუნებ საზოგადოებას, რომ ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია და უნდა დაინგრეს მაშინ, როდესაც 10 ათასობით ადამიანი სარგებლობს, ყოველდღიურად, მეტროთი, კეთილი უნდა ინებონ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას”, – განაცხადა კალაძემ.