ქარელში, ოჯახის წევრებმა ორი წლის ბიჭი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს

 ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში, ოჯახის წევრებმა ორი წლის ბიჭი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ბავშვი, ბოლო დღეების განმავლობაში, ავადმყოფობდა და მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები