ქობულეთში ახალგაზრდების გაშველებისას ორი პოლიციელი დაშავდა

ქობულეთში პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ის ახალგაზრდები, რომელთა გაშველებასაც სამართალდამცველები ცდილობდნენ.

ერთმანეთს ახალგაზრდების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა.  პოლიციელები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, რა დროსაც ორი მათგანი დაშავდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მეორე პირის დასაკავებლად.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები