ევროპის პარლამენტში მანდატები გადანაწილდა

ევროპის პარლამენტში მანდატები გადანაწილდა. არჩევნების შემდეგ უმრავლესობაში ისევ “ევროპის სახალხო პარტია” რჩება. მეორე ადგილს “დემოკრატებისა” და “სოციალისტების” ალიანსი ინაწილებს. არჩევნების შემდეგ დღის წესრიგში ევროსტრუქტურების მთავარი პირების როტაციის თემაც დადგება. უკვე ცნობილია, რომ ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზე ლუქსემბურგის ექსპრემიერ ჟან კლოდ იუნკერის კანდიდატურა განიხილება, თუმცა მას მხარს არ უჭერენ უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია.
“გასაგებია, რომ ევროპის მთავრობის ხელმძღვანელი მრავალრიცხოვანი ფრაქციიდან უნდა აირჩეს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს ერთი პარტიის გადასაწყვეტი არ არის”, – განაცხადა მერკელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები