ეკა ბესელია: შემზრავია, რასაც ვუყურებთ, როგორ იდგმებოდა სცენარი
შემზრავია, რასაც ვუყურებთ, როგორ იდგმებოდა სცენარი და როგორ იმეტებდნენ ადამიანებს, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოჩანაწერს ამ სიტყვებით ეხმაურება. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მან სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს:
„სამხილი არ არის წინა ხელისუფლების მიერ სისტემური დანაშაულის ჩადენის მადასტურებელი? ეს არის საკმარისი დავინახოთ, როგორ გაიცემოდა დავალება როდის რამდენი გვამი სჭირდებოდა წინა ხელისუფლებას შეთქმულების სცენარის მოსამაზადებლად…ყველას გვახსოვს 6 მაისი…როგორ ჩაცხრილეს კრილაშვილი, როგორ დააკავეს ,,მუხროვანის ამბოხის,, მონაწილენი და როგორ გაასამართლეს უკანონოდ. ეს ადამიანები ჩვენ სამართლიანად ვაღიარებთ პოლიტიკურ პატიმრებად. ამ საქმეს კი გამოძიება სჭირდება. პროკურატურამ უსწრაფესად უნდა დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს ყველა გარემოება. შემზრავია რასაც ვუყურებთ, როგორ იდგმებოდა სცენარი და როგორ იმეტებდნენ ადამიანებს… პრემია ადამიანის სიცოცხლის საფასურად – აი, სისტემა, რომელიც შექმნა სააკაშვილმა-მერაბიშვილმა, უგულავამ და ა.შ მათი პასუხისმგბელობის საკითხის გარკვევაა პოლიტიკური დევნა? უმძიმესი დანაშაულობები იყო ჩადენილი ეს წლები და ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული და სახელდარქმეული“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში.