ბარაკ ობამასა და პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონი საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ქვეყანაში რეფორმების უსწრაფეს გატარებას მოუწოდებს. როგორც უცხოური მედია იუწყება, გუშინ ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ობამას განცხადებას თეთრი სახლის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს. ობამამ პოროშენკოს რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა, რათა უკრაინამ ქვეყნის შიგნით სოლიდარობის მიღწევა შეძლოს და სტაბილური ეკონომიკა, მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი განავითაროს, ჩამოაყალიბოს პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა, რომელიც უპასუხებს უკრაინელთა ინტერესებს და იმედებს გაამართლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბარაკ ობამა პოროშენკოს მომავალ კვირას ევროპაში ვიზიტისას შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები