საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 20 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)
სამხრეთ კორეის ქალაქ ჩანსონში, ჰიოსარანგის სამედიცინო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვალა – ამის შესახებ სააგენტო “ფრანს-პრესი“ იუწყება. გარდაცვლილთა შორის უმეტესობა 70-80 წლამდე მოხუცია, რომლებიც მძიმე დაავადებების გამო ლოგინად იყვნენ ჩავარდნილები. ექვსი დაშავებული მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
ხანძარი სამსართულიან სამედიცინო ცენტრში გვიან ღამით გაჩნდა. მოხუცების უმრავლესობამ ოთახიდან გამოსვლა ვერ შეძლო. გარდაცვლილთა შორის პაციენტების გარდა საავადმყოფოს ექთანიც არის.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=n-5AsGuywqc&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]