მათიკაშვილი ბესელიაზე: ორი დღეა, ზღვარგადასული ტერმინოლოგია ისმის

“სახე არავინ უნდა დაკარგოს! მათ შორის – ოპონენტებმა და ჩვენი გუნდის გუშინდელმა წევრებმა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აცხადებს.
„ორი დღეა, ზღვარგადასული, ძალადობით გაჯერებული ტერმინოლოგია ისმის, რაც არ არის მიღებული და რომლისგანაც ყველამ თავი უნდა შევიკავოთ. სახე არავინ უნდა დაკარგოს! მათ შორის – ოპონენტებმა და ჩვენი გუნდის გუშინდელმა წევრებმა. ეს არის სამწუხარო ფაქტი, ლექსიკა, რასაც ეს ქალბატონი იყენებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები