ლევან კობერიძე მთავრობას ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის ნაცვლად, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შემოღებას სთავაზობს

პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე მთავრობას ვტომობილების სავალდებულო დაზღვევის ნაცვლად, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შემოღებას სთავაზობს.
“მაინცდამაინც რატომ უნდა ვატკინოთ მოსახლეობას და შევუქმნათ ნეგატიური განწყობა სავალდებულო დაზღვევის თემაზე? შემდეგი პრინციპით: 1. სახელმწიფომ დააფინანსოს სოციალურად დაუცველებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფების დაზღვევა 2. მსხვილი კომპანიების მიერ (300 000 და მეტი დასაქმებული) საკუთარი თანამშრომლების დაზღვევა. 3. მაღალი შემოსავლის მქონე პირების მიერ საკუთარი სამედიციო დაზღვევის ანაზღაურება. სამედიცინო დაზღვევის სიკეთეს ფაქტობრივად მყისიერად იგრძნობს მოსახლეობა, ავტოტრანსპორტის დაზღვევა კი მისთვის ფინანსურ ტვირთად აღიქმება და სიკეთეს გაცილებით მცირე რაოდენობით მოქალაქე მიიღებს“, – წერს კობერიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები