გახარია: ჩვენ უკვე იდენტიფიცირებული გვქონდა რუსთაველის 12, იდენტიფიცირებული გვქონდა კონკრეტული კომპანია და ამ კომპანიის კონკრეტულ კომპიუტერებზე ვმუშაობდით

0
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ თიბისი ბანკზე კიბერშეტევის შესახებ ისაუბრა. გახარიას განცხადებით, სამინისტროს უკვე ჰქონდა განცხადება მიღებული, იგივე მისამართიდან.
„ეს იყო მცდელობა შეღწევის, რაც არის რა თქმა უნდა დანაშაული. ეს მცდელობა მოხდა, თუ არ მეშლება, 16 ივლისს და 17-ში მივიღეთ ჩვენ წერილი. რა ხდებოდა ამის წინ, აქამდე. აქამდე ჩვენ გვქონდა სხვა მუქარის განცხადება, მისი, ასე ვთქვათ, ელექტრონული სივრცის გატეხვის თაობაზე, შეღწევის თაობაზე და იქ გარკვეული მანიპულაციების  თაობაზე. ეს იყო დაახლოებით აპრილი და ჩვენ ამ თემაზე უკვე გამოძიება გვქონდა დაწყებული სხვა საქმის ფარგლებში. იმ საქმის ფარგლებში ჩვენ უკვე იდენტიფიცირებული გვქონდა რუსთაველის 12, იდენტიფიცირებული გვქონდა კონკრეტული კომპანია და ამ კომპანიის კონკრეტულ კომპიუტერებზე ვმუშაობდით, რა დროსაც შემოვიდა თიბისიდან ეს წერილი. თქვენ შეიძლება აღქმების დონეზე წარმოგიდგენიათ, რომ ეს მარტივია, მაგრამ ეს არის კიბერდანაშაული, რომელშიც სამწუხაროდ, ამ ქვეყანას ძლიერი პოზიციები არ აქვს, სამწუხაროდ. მოდის ეს წერილი, ამის შემდგომ, ხდება უკვე შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება, ამასაც გარკვეული დრო დასჭირდა, დაახლოებით 1 კვირა-10 დღე და ამის შემდგომ ხდება მთლიანად ამ სივრცის, საიდანაც პოტენციურად შესაძლებელი იყო, რომ მსგავსი სამართალდარღვევა მომხდარიყო, ლიკვიდირება. იქიდან სრულად ელექტრონული ტექნიკის ამოღება. ეს იყო დაახლოებით აგვისტოს ბოლო ალბათ, ან სექტემბრის დასაწყისი. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც რისკი, რომ მსგავსი რამ გაგრძელებულიყო, როგორც კი მოხდა იდენტიფიცირება, საიდან იყო კონკრეტულად ეს გავრცელებული, იქნა ლიკვიდირებული. ჩვენ ხომ სამართლებრივ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორ ფიქრობთ, ჩვენ რომ რაღაც მოგვეჩვენოს, ან თუნდაც ვიღაც ბანკის ხელმძღვანელმა, რომ მოგვწეროს წერილი და თქვას აი, აქედან მივიღე და „ჩვენ, ვფიქრობთ, რომ იქიდან იყო მცდელობა”, ჩვენ შეგვიძლია იქ შევვარდეთ და ამოვიღოთ? ამას სჭირდება სასამართლოს განჩინება, ამ განჩინებას სჭირდება შესაბამისი სტანდარტით დასაბუთებული მტკიცებულებები, ეს პროცესია და ეს არ არის ასე მარტივად. მტკიცებულებების მოპოვება კიბერდანაშაულის ნაწილში არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი. ამას სჭირდება შესაბამისი „აიპი” მისამართებიდან ნახვა. ეს ხომ არ არის ის, რომ სხვის საკუთრებაში შეხვიდე და აბა მანახე კომპიუტერი, ეს ასე არ ხდება. ამასაც თავისი განჩინება სჭირდება, შენ შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულებები თუ არ გაქვს, მოსამართლე არასოდეს არ მოგცემს ამის უფლებას. ჩვენ ხომ კერძო სივრცეზე ვსაუბრობთ. ჩვენ, რომ შეგვეძლოს ასე ბანკში შესვლა, მაგალითად. მოგვეჩვენა, რომ საიდანღაც რაღაც არაკანონიერი ქმედებები ხდება და შევიდეთ? ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ესე არ არის, რომ შევიდეთ და ვიღაცეების კომპიუტერები წამოვიღოთ, არ ხდება ეს ასე. დარწმუნებული ვართ, რომ დავაკავებთ.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი