გიორგი გახარია: მე დაველოდები, ვნახავ, კიდევ სადამდე შეიძლება შევიდეს ეს გამოგონილი ისტორიების თემა და შემდგომ როგორც რიგითი მოქალაქე, გავცემ შესაბამის პასუხს

0

მე დაველოდები, ვნახავ, კიდევ სადამდე შეიძლება შევიდეს ეს გამოგონილი ისტორიების თემა და შემდგომ როგორც რიგითი მოქალაქე, გავცემ შესაბამის პასუხს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვაზე, თუ რატომ იყო ტელეკომპანია პირველი მოხსენიებული ე. წ. წერილში, გიორგი გახარიამ უპასუხა – „აი, ჩვენ, თქვენთან ერთად  შევამოწმებთ, როგორია ტელეკომპანია პირველის   ტრენდი და ვნახოთ, რამდენად კრიტიკული იქნება ტელეკომპანია პირველი დღეს. არ არის შემთხვევითი, რომ დაახლოებით 1 წელია სატელევიზიო სივრცეში უბრალოდ დაკავებულობის გამო არ გამოვჩენილვარ და ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება, რომ დაგვეწყო ტელეკომპანია პირველიდან. მითუმეტეს, დღეს პარლამენტში იყო მნიშვნელოვანი დღე, ინტერპელაცია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ისტორია, რომელიც ყოველდღიურად სხვადასხვა ფერს იძენს, ჩემთვის არის ჯერჯერობით გაუგებარი. მე გარკვეული პერიოდი დაველოდები, ვნახავ კიდევ რა  სიურპრიზებს ამზადებენ, სადამდე შეიძლება შევიდეს ასე ვთქვათ ეს გამოგონილი ისტორიების თემა და შემდგომ რა თქმა უნდა, როგორც რიგითი მოქალაქე, ყველაფერ ამას გავცემ შესაბამის პასუხს,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი