გიორგი გახარია: მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია მამუკა ხაზარაძისთვის რაიმე წერილი. წერტილი!

0

საერთოდ შეხებაც არ მქონია ამ ისტორიასთან, რომელიც დაიწყო და რომელსაც ერთერთი ბიზნესჯგუფი თვლის, რომ რაღაც მის წინააღმდეგ ხდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.

გიორგი გახარია ე.წ. წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.

„მე მქონდა ამაზე ჩემი პირველი რეაქცია აბსოლუტურად ღია, გარკვეულწილად ემოციური. რომლის გამეორება დღეს შემიძლია, თუმცა, ჯერჯერობით თავს შევიკავებ. რა მოტივი ჰქონდა ეს უნდა ჰკითხოთ მას – ეს ჩემთვისაც ჯერჯერობით გაუგებარია, თუმცა, ჩემი პოზიცია. მე მასზე ბევრად უფრო მეტი თმენის ვალდებულება მაქვს და მე ამ ვალდებულებას განვახორციელებ ბოლომდე – ეს ერთი; მეორე – რა თქმა უნდა, მე ბევრად უფრო მეტად თავისუფალი ვიქნებოდი, რომ არ  ვიყო იმ პოზიციაზე რა პოზიციაზეც ვარ; მესამე – იმდენად არათანმიმდევრული განცხადებები მოჰყვა ამ ყველაფერს, ნაწილობრივ წინაც უძღვოდა, უბრალოდ ვფიქრობ, რომ არასწორი იქნება ჩემი მხრიდან ამაზე ასეთი რეაქციის მიცემა. იმიტომ, რომ რამდენიმე რამ ითქვა, შემდგომ გადაითქვა. ობიექტურად, რომ ეს თემა დაიხუროს – მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია მამუკა ხაზარაძისთვის რაიმე წერილი. წერტილი! ამის შემდგომ ყველა სახის საუბრები გაგრძელდება იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რა ქმედებები, ნაბიჯები ან რა სახის ლოგიკით იქნება განვითარებული.“ – განაცხადა გიორგი გახარამ.

კითხვაზე, იცრუა თუ არა ხაზარაძემ ამ წერილის შესახებ, გიორგი გახარიამ უპასუხა: „ეს მას კითხეთ“.

 „მამუკა ხაზარაძე არის ქვეყნის ერთერთი მოქალაქე და მე დღის განმავლობაში დიდი რაოდენობის მოქალაქეები მომმართავენ სხვადსხვა საქმეებთან დაკავშირებით,”- აღნიშნა გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აღიქვამს თუ არა იგი მოწინააღმდეგედ ხაზარაძეს, შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა  – „არა, რა თქმა უნდა,  არავის მოწინააღმდეგედ არ აღვიქვამ. თქვენ, რომ შეხედოთ მოვლენების განვითარებას ნახავთ, რომ საერთოდ მთელს ამ ისტორიასთან მე და ჩემს სტრუქტურას არანაირი კავშირი არ აქვს. საერთოდ შეხებაც არ მქონია. ამ ისტორიასთან, რომელიც დაიწყო და რომელსაც ერთერთი ბიზნესჯგუფი თვლის, რომ რაღაც მის წინააღმდეგ ხდება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ იყო, რაღაც განცხადება გაკეთებული მაღალი ტრიბუნიდან, მერე იყო ნათქვამი შუამავალი, მერე იყო ნათქვამი რომ არ არის შუამავალი, მერე იყო ნათქვამი სადღაც გავაგზავნეთ, მერე იყო ნათქვამი, რომ ერთი პირობა ამ წერილიდან შევასრულე, მაგრამ ეს იყო შეცდომა, მერე იყო ნათქვამი, რომ დღესაც ასე მოვიქცეოდი – კიდევ ბევრი რაღაცა იყო ნათქვამი,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი