ირმა ინაშვილი შს მინისტრს: 5 გვამი მჭირდებაო, რომ თქვათ და 12 გვამი შემოიტანონ, მაშინ სხვა ლაპარაკი წავიდოდა კი არა, ყველა გაიტრუნებოდა ამ დარბაზში

0

“დღეს რომ თქვენ აქ გამოხვიდეთ, ბატონო მინისტრო, 5 გვამი მჭირდებაო, რომ თქვათ და 12 გვამი შემოიტანონ და სხვა სისტემა რომ იყოს, მაშინ სხვა ლაპარაკი წავიდოდა კი არა, ყველა გაიტრუნებოდა ამ დარბაზში”, – ასე მიმართა “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა შს მინისტრის, გიორგი გახარიას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც, ინტერპელაციის წესით, პრემიერმინისტრს უსმენენ.
“დღეს რომ თქვენ აქ გამოხვიდეთ, ბატონო მინისტრო, 5 გვამი მჭირდებაო ,რომ თქვათ და 12 გვამი შემოიტანონ და სხვა სისტემა რომ იყოს, მაშინ სხვა ლაპარაკი წავიდოდა კი არა, ყველა გაიტრუნებოდა ამ დარბაზში. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არ იძლევა იმის საშუალებას, ჩვენ ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად არის – ყოჩაღ, ბიჭებოო და არაფერი გავაკეთოთ.
ჩემთვის იცით, რა არის მნიშვნელოვანი – სამართლიანობა რომ არ აღადგინეთ. საზოგადოებას ვერ აჩვენეთ, რომ დანაშული არ უნდა იყოს დაუსჯელი. აი, იმ დიდ კრიმინალებზე გელაპარაკებით მე, იმ პოლიტიკურ კრიმინალებზე, ჩვენი ქვეყანა 50 წლით უკან რომ დახიეს და დღეს გრძელი ენები რომ აქვთ და დემოკრატიაზე რომ ლაპარაკობენ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი