მარიამ ჯაში: განათლების სისტემისთვის გადაიდგა აუცილებელი, ამბიციური ნაბიჯები

0

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მოხსენებას საპარლამენტო უმრავლესობის სახელით მარიამ ჯაში გამოეხმაურა.
მისი თქმით, განათლების სისტემა არის უაღრესად რთული და კომპლექსური სფერო, რომელსაც სჭირდება ამბიციური და გაბედული ნაბიჯები. მისი შეფასებით, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, გადაიდგა სისტემისთვის აუცილებელი ამბიციური ნაბიჯი და მიღებული იქნა საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილებები.
„ერთ-ერთი უმთავრესი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მამუკა ბახტაძის მთავრობამ, იყო უპრეცედენტო ისტორიული ნაბიჯი იმისთვის, რომ განათლების სისტემა გახდეს ჩვენი ეკონომიკის მთავარი ღერძი. 2022 წლიდან, მთლიანი შიდა პროდუქტის 6 %-ით დაფინანსება და ეტაპობრივად 0,5 %-ით მატება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გაჩნდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები სისტემის ფუნდამენტური ცვლილებისთვის. ჩვენ, 2 წლის განმავლობაში, საპარლამენტო ტრიბუნიდან ხაზს ვუსვამდით დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდის გადაწყვეტილებას და დღეს მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ამ გადაწყვეტილებისთვის. მეორე, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი, გახლავთ კრიტიკული შეფასება სისტემაში არსებული სისუსტეებისა და გამოწვევებისა“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი ინფორმაციით, მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მიხეილ ბატიაშვილმა გადადგა, იყო საგამოცდო სისტემის რეალური შეფასება. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ემსახურებოდა მიზანს, რომ განათლების სისტემა ორიენტირებული იყოს არა გამოცდებზე, არამედ – განათლების ხარისხზე. მან ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება მიმოიხილა. „იაპონიის, შვედეთისა და სხვა ქვეყნების შემთხვევაში, გადაწყვეტილებები მიდის არა ცენტრალიზებული და მაღალი რისკის გამოცდების არჩევანზე, არამედ, პირიქით, უფრო მეტი ფოკუსი და უფრო მეტი პასუხისმგებლობა გადატანილია სკოლის შეფასების სისტემებზე. პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენთვის ყველაზე წარმატებული მეგობარი ქვეყნების შემთხვევაშიც კი ბალტიისპირეთის ქვეყნებში სულ 3-ან 4 საატესტატო გამოცდა მოქმედებს და საკმაოდ მოქნილი მექანიზმით და არა ისეთი ხისტი ადმინისტრაციული პროცედურებით, რომელიც ჩვენ სისტემაში გვქონდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ OECD-ის ევროპის თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შეფასებით, არსებული საგამოცდო სისტემის ხარვეზები იქნა გამოკვეთილი და ჩვენ აპრილში საშუალება გვექნება, რომ გაეროს ბავშვთა ფონდთან UNICEF-თან და OECD-ის წარმომადგენლობასთან ერთად უფრო დეტალურად განვიხილოთ დაგეგმილი საგამოცდო რეფორმა“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა

კომენტარები

კომენტარი