ბაღდადში ტერაქტს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბაღდადში ტერაქტის შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვლა, ხოლო 35 მძიმედ დაშავდა, – ამის შესახებ „იტარ-ტასი“ იუწყება. ცნობილია, რომ ტერორისტმა, რომელსაც ტანზე ასაფეთქებელი ჰქონდა მიმაგრებული, ეშ-შურდჟას რაიონში, შიიტურ მეჩეთთან ახლოს აიფეთქა თავი, სადაც ათობით მორწმუნე იყო შეკრებილი.
ამ დრომდე ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები არიან მობილიზებული და სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. შესაძლოა, გარდაცვლილთა რაოდენობამ მოიმატოს, რადგან დაშავებულების უმრავლესობა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

10177367_10203214020784285_6846186690856925776_n

10304434_10203214022304323_185860384181132081_n

10402467_10203214021144294_4576282081062694756_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები