პუტინი უკრაინის ახალ ხელისუფლებას სპეცოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ანტიტერორისტული ოპერაცია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელდა. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რეგიონის წარმომადგენლებთან დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები.
ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრემიერ – მინისტრს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში იტალიელი ჟურნალისტის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები