ევროკავშირის ელჩი: დროა, დავიწყოთ მსჯელობა ყველა რეკომენდაციაზე, რომელიც არჩევნების შესახებ “ეუთოს” ანგარიშშია მოხსენიებული

0

“ვფიქრობ, დროა, დავიწყოთ ფიქრი და მსჯელობა ყველა რეკომენდაციაზე, რომელიც არჩევნების შესახებ “ეუთოს” ანგარიშშია მოხსენიებული და ერთობლივად შევიმუშაოთ გეგმა, რომელიც აუცილებელია შემდგომი 10-12 თვის განმავლობაში”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მომავალი გეგმა აუცილებელია შემდგომი 10-12 თვის განმავლობაში. “ეს სწორედ ის პერიოდია, რაც არის დარჩენილი მომდევნო არჩევნებამდე და ჩვენ ამ რეკომენდაციის შესრულება შეგვეძლება.ამ პერიოდის შემდეგ, ჩვენ უკვე არჩევნების წინაშე ვიქნებით; ამიტომ, ამ დრომდე, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გავწიოთ. ამ პროცესში, აუცილებელია ყველა მხარის ჩართულობა; მაგრამ, ბუნებრივია, წამყვანი და უზარმაზარი როლი ექნება პარლამენტს. თუმცა, მედიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას აქვს უზარმაზარი ადგილი მთელს არ პროცესში“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
მისი შეფასებით, “ეუთოს” ანგარიშში ნათლადაა მოცემული ყველა რეკომენდაცია. „ეს რეკომენდაციები უნდა ავიღოთ, როგორც საზომი. ვფიქრობ, უმთავრესი ელემენტია საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი. ძალიან მნიშვნელოვანია დაფინანსების თემატიკა და პარტიული და სახელმწიფო რესურსების გამიჯვნა. ყველა რეკომენდაციას არ ჩამოვთვლი. ეს რეკომენდაციები ჩვენთვის არის სამოქმედო გეგმა, რომელსაც უნდა მივყვეთ 2020 წლის არჩევნებამდე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მან აღნიშნული კომენტარი სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ კონფერენციის „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ დაწყებამდე გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი