თამარ ხულორდავა “რუსთავი2-ს”: ამაზე “კრიტიკული” დოკუმენტი არ გენახოთ

0

საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის 41-პუნქტიანი განცხადების სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით, “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა დეზინფორმაციას უწოდებს.
შესაბამის პოსტს ის “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს.
“აი, ამ ტექსტზე “რუსთავი 2” ამბობს, მკაცრი კრიტიკა და მძიმე დოკუმენტიაო. ყოჩაღ! თქვენ საოცარი მანიპულატორები და დეზინფორმატორები ხართ! ამაზე “კრიტიკული” დოკუმენტი არ გენახოთ”, – წერს თამარ ხულორდავა და “პირველი არხის” ბმულს აზიარებს.
https://l.facebook.com/

კომენტარები

კომენტარი